„ორლანდო მეჯიქმა“ „დეტროიტ პისტონსს“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია, სერიაში 3:1-საც იგებდა, მაგრამ საბოლოოდ მეტოქეს მაინც ვერ აჯობა.
„დეტროიტმა“ ჯერ ანგარიში გაათანაბრა (3:3), ხოლო დღეს, მეშვიდე და გადამწყვეტი შეხვედრაც მოიგო, თანაც ძალიან ადვილად 116:94. ბევრი რამ მეორე პერიოდმა გადაწყვიტა, რომელშიც „პისტონსმა“ მეტოქეს 40:27 აჯობა.
თავიდანვე ვთქვათ, რომ გოგა ბითაძეს არ მისცემია თამაშის შესაძლებლობა. „ორლანდოში“ შესანიშნავი იყო პაოლო ბანკერო, რომელმაც 38 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, მაგრამ თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. „დეტროიტში“ სეიდ კანინგემი 32 ქულით და 12 პასით, აგრეთვე, ტობიას ჰარისი გამოირჩა, რომელმაც 30 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.
ამრიგად, გოგა ბითაძემ და „ორლანდო მეჯიქმა“ სეზონი დაასრულეს, ხოლო „დეტროიტი“ მომდევნო ეტაპზე გავიდა.







