„კრაიოვას“ ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი რუმინეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდა.
„კლუჟთან“ მატჩში (2:0) გატანილი შესანიშნავი გოლი ქართველ ნახევარმცველს რუმინეთის პროფესიულმა ლიგამ დაუფასა. გარდა ამისა, ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
ანზორ მექვაბიშვილს რუმინეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ყველა ტურნირზე კი მისი მონაგარი 43 შეხვედრაში 3 გოლი და 7 ასისტია.
„კრაიოვა“ საჩემპიონო ჯგუფში 36 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 აპრილს, უშუალო კონკურენტ „უნივერსიტატეა კლუჟს“ შეხვდება, რომელსაც ასევე 36 ქულა აქვს და ლიდერია.







