ფეხბურთი

18:55 | 5.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილის დუბლი ლა ლიგა 2-ში: "რასინგმა" 2:0-დან 2:6 წააგო

ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურში სანტანდერის „რასინგის“ ფეხბურთელმა გიორგი გულიაშვილმა დუბლი შეასრულა.

ქართველმა თავდამსხმელმა „ანდორას“ კარი მე-4 და მე-16 წუთებზე ორჯერ დალაშქრა, ორივე შემთხვევაში ერთნაირ სტილში - ახლო მანძილიდან, როცა მარცხენა ფლანგიდან თავისი გუნდის შეტევა დაასრულა.

სანტანდერელები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ არათუ ვერ მოიგეს ან ქულა ვერ მოიპოვეს, არამედ განადგურდნენ. „ანდორამ“ 0:2-დან მოახერხა და 6:2 მოიგო! "რასინგი", რომელიც ლა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, 34-ე წუთამდე ორბურთიანი უპირატესობას ფლობდა, 2:6 დამარცხდა...

ქართველმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა, დუბლიც „რასინგში“ მეორედ შეასრულა. გიორგი გულიაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

„რასინგი“ ბოლო ოთხ ტურში მესამედ დამარცხდა, თუმცა 62 ქულით ლიდერობას ინარჩუნებს, მომდევნო ტურში კი, 12 აპრილს, კონკურენტ „ალმერიას“ უმასპინძლებს, რომელიც მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16245