ჩოგბურთი

17:35 | 14.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ლიდერობას უმიზნებს

შანხაის “მასტერზ1000”-ის მოგების შემდეგ სადიდსლემო ტრურნირების 17-გზის ტრიუმფატორი როჯერ ფედერერი მსოფლიო კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე გადავიდა. 33 წლის შვეიცარიელი მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს და კვლავინდებურად რეიტინგსიის ლიდერობა სურს.

“მიმდინარე სეზონში მოვლენები ჩემთვის სასიკეთოდ ვითარდება. მართალია, დიდი სლემის შეჯიბრებაზე არ მიმარჯვია, მაგრამ სხვა ტურნირებზე კარგად გამოვდივარ, რაც რეიტინგზეც სათანადოდ აისახა. კალენდარული წლის მიწურულამდე რამდენიმე ასპარეზობა მელის. შევეცდები კარგად ვითამაშო, მითუმეტეს, სეზონის ბოლოს დაღლა არ მეტყობა. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რამდენად რეალურია ჩემი კლასიფიკაციის პირველ ადგილზე დაბრუნება. უმთავრესი ნოვაკ ჯოკოვიჩის გამოსვლაზეა დამოკიდებული, მე კი, ჩემის მხრივ, წარმატებული ასპარეზობისთვის თავს არ დავზოგავ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს”, - როჯერის ეს სიტყვები АТР-ის ოფიციალურ ვებგვერდს მოჰყავს.

0.116819