„ორლანდო სიტი“ მზადაა, ანტუან გრიზმანის ტრანსფერს ივნისამდე დაელოდოს, თუ „ატლეტიკო“ ამ თვეში გუნდიდან წასვლის უფლებას არ მისცემს.
როგორც ცნობილია, „ორლანდო სიტიმ“ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები „ატლეტიკოსთან“, ასევე ზაფხულისთვის, შესაძლო უფასო ტრანსფერის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილება გრიზმანსა და „ატლეტიკოზეა“ დამოკიდებული.
ანტუან გრიზმანს კარიერაში სულ სამ კლუბში აქვს ნათამაშები: „სოსიედადში“, „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონაში“. მადრიდულ გუნდში მისი პერიოდი ორ ნაწილად იყოფა, 2014-2019 და 2021 წლიდნ დღემდე. „ატლეტიკოს“ მაისურით ფრანგს 447 შეხვედრაში 202 გოლი აქვს გატანილი.





