4 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო, - ასეთი შედეგი დააფიქსირეს ქართველმა კუდოისტებმა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იუნიორთა შორის.
შეჯიბრება 16, 14 და 12 წლამდე კუდოისტთა შორის სხვადასხვა კატეგორიაში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე 11 ქართველი მონაწილეობდა, საიდანაც ათმა მედალი მოიპოვა.
ჩემპიონობა დიმიტრი ბერაიამ, საბა მარკელიამ, ნიკოლოზ ჟვანიამ და ანდრია ზუხბაიამ იზეიმეს. ვერცხლის პრიზიორები ბარბარე რეხვიაშვილი, არჩილ ხუბუტია, ილია ახალაია და ავთანდილ ტყეშელაშვილი გახდნენ. ბრინჯაოს მედლები იოანე შონიამ და გუკა ხუბუტიამ დაისაკუთრეს.







