ბრაზილიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში "სანტოსმა" საკუთარ მოედანზე "ვასკო და გამას" უმასპინძლა და მეტოქე ნეიმარის დუბლით 2:1 დაამარცხა.
ნეიმარმა 2026 წელს პირველად მოახერხა გატანა, მან ანგარიში 25-ე წუთზე გახსნა და გოლი სიმბოლურად ვინისიუს ჟუნიორის სტილში აღნიშნა. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება ტაიმის მიწურულს შეძლეს, თავი კაუან ბაროსიმ გამოიჩინა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმის დაწყებიდან 15 წუთში ნეიმარმა დუბლის შესრულება შეძლო და საბოლოო ჯამში თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ "სანტოსი" 4 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო მატჩს 11 მარტს "მირასოლის" წინააღმდეგ გამართავს.







