NBA-ში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, ხოლო მისმა "ტორონტო რეპტორსმა" დაძაბულ ბრძოლაში "იუტა ჯაზი" 107-100 დაამარცხა.
სანდრო მამუკელაშვილმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 30:21 წუთი გაატარა, რა დროშიც ქართველმა 20 ქულას, 6 მოხსნას და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. სანდრომ ორიდან ორი ორქულიანი, შვიდიდან ოთხი სამქულიანი და ოთხიდან ოთხი საჯარიმო გამოიყენა ზუსტად.
"ტორონტო რეპტორსი" 30 მოგებითა და 21 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო მატჩს 5 თებერვალს "მინესოტას" წინააღმდეგ გამართავს.







