ფეხბურთი

2:10 | 7.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში პირველად "ინტერ მაიამი" MLS-ის ჩემპიონია

„ინტერ მაიამი“ ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონია. ხავიერ მასკერანოს გუნდმა ფინალში „ვანკუვერი“ 3:1 დაამარცხა.

მაიამელები მერვე წუთზე ედი ოკამპოს ავტოგოლით დაწინაურდნენ, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში ალი აჰმედმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. თუმცა, „ინტერ მაიამი“ მეორედ 71-ე წუთზე როდრიგო დე პაულის გოლით დაწინაურდა, საგოლე პასი ლეო მესიმ მიითვალა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საბოლოო ანგარიში ტადეო ალენდემ დააფიქსირა, ისევ მესის პასით.

„ინტერ მაიამიმ“ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, რა თქმა უნდა, ლიონელ მესის ლიდერობით და ამერიკის ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა. მოგეხსენებათ, კლუბის მფლობელი ლეგენდარული დევიდ ბექჰემია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092037