ფეხბურთი

20:25 | 6.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

კეინმა „შტუტგარტთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა. ზივზივაძეს „ფრაიბურგთან“ ტრავმის გამო არ უთამაშია

გერმანულ ბუნდესლიგაში შაბათს მე-13 ტურის ექვსი მატჩი იმაართება. ხუთი უკვე დასრულდა. „შტუტგარტმა“ „ბაიერნს“ უმსპინძლა და 0:5 დამარცხდა.

მიუნხენის მცველმა კონრად ლაიმერმა თამაშის პირველი გოლი მე-11 წუთზე გაიტანა. 66-ე წუთზე თავდამსხმელმა ჰარი კეინმა „ბაიერნის“ უპირატესობა გააორმაგა, ხოლო 12 წუთის შემდეგ იოსიპ სტანიშიჩმა მესამე გოლი გაიტანა. 82-ე წუთზე კეინმა პენალტით დუბლი შეასრულა, 88-ზე კი ინგლისელმა მესამე გოლი გაიტანა და მასპინძელთა დამარცხება დაასრულა.

გერმანიის ჩემპიონატში 13 მატჩის შემდეგ, „ბაიერნი“ 37 ქულით ცხრილს ლიდერობს. „შტუტგარტს“ 22 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა.

ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ „ფრაიბურგს“ 2:1 მოუგო და 11 ქულით მე-16 ადგილზეა. ბუდუს მუხლის ტრავმის გამო არ უთამაშია.

გერმანია. ბუნდესლიგა. მე-13 ტური. 6 დეკემბერი: შტუტგარტი - ბაიერნი 0:5, ჰაიდემჰაიმი - ფრაიბურგი 2:1, კიოლნი - ზანქტ პაული 1:1, ვოლფსბურგი - იუნიონ ბერლინი 3:1, აუგსბურგი - ლევერკუზენი 2:0, ლაიფციგი - აინტრახტი მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090557