ფეხბურთი

10:27 | 3.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი: "მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ"

ესპანეთის ლა ლიგის მე-15 ტურში „ბარსელონამ“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 3:1 იმარჯვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც თავისი მოთამაშეები შეაქო და აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონში ეს მისი გუნდის საუკეთესო მატჩი იყო.

"გამარჯვებით მოხარული ვარ, ჩემი გუნდის თამაში მომეწონა და ვფიქრობ, რომ ეს მიმდინარე სეზონში ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო. გუნდი თავს 11 ფეხბურთელით იცავდა და ამასთან ერთად თამაშს ვაკონტროლებდით, ეს განსაკუთრებით ანგარიშის გათანაბრების შემდეგ მოხდა. შეტევაში ბევრ სივრცეს ვპოულობდით და ხაზებს მარტივად ვჭრიდით, რაც ყველაზე მეტად მომეწონა. ვფიქრობ შედეგი სამართლიანია და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.

რაც შეეხება რაფინიას, მისი დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ის ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა და დიდ ძალას წარმოადგენს. ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელი 100%-ით მზად არ არის, მაგრამ ყველაფერი კარგად მიდის და დღითი დღე უმჯობესდებიან", - განაცხადა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონა“ 37 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში „ბეტისს“ ესტუმრება, ხოლო „ატლეტიკო“ 31 ქულით მეოთხეა და „ბილბაოს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095425