ინგლისის ჩემპიონშიფის მე-18 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „ბირმინგემ სიტის“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.
სტუმრები პირველივე ტაიმში ორბურთიანი სხვაობით ჩამორჩნენ და მეორე ნახევარში მხოლოდ ის შეძლეს, რომ პრესტიჟის გოლი გაიტანეს.
გიორგი ჩაკვეტაძემ ზედიზედ მეორე მატჩში ითამაშა, ამჯერად ნახევარი საათი გაატარა მოედანზე, საგოლე კომბინაციაშიც მონაწილეობდა, პრეასისტი ჰქონდა, მაგრამ გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.
„უოტფორდი“ 24 ქულით მე-15 ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 დეკემბერს, „ნორვიჩ სიტის“ უმასპინძლებს.






