ფეხბურთი

23:48 | 30.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

აშორტიას მე-10 გოლი უზბეკეთის ჩემპიონატში

უზბეკეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში „ბუნიოდკორი“ „ანდიჯანთან“ 1:2 დამარცხდა, მაგრამ იმედა აშორტიამ გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი 85-ე წუთზე დალაშქრა და სხვაობა შეამცირა, მაგრამ თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

აშორტიამ სეზონი 30 მატჩში 10 გოლით და 2 საგოლე პასით დაასრულა, ხოლო „ბუნიოდკორმა“ 49 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096523