ფეხბურთი

23:20 | 30.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "მოტივირებულები ვართ, ვცდილობთ გულშემატკივარი გავახაროთ"

გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა „ჰარტბერგთან“ გამარჯვების (1:0) გოლის გატანის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ეს გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბოლო წუთებზე გამარჯვების უზრუნველსაყოფად. ნამდვილად გვჭირდებოდა სამი ქულა. ეს ენერგია, ეს ემოციები და ვნება ზამთრის შესვენებამდე მომდევნო ოთხ თამაშში უნდა გამოვიყენოთ.

პირველ ტაიმში დიდად სახიფათოები არ ვიყავით, ეს უნდა გავაუმჯობესოთ. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ გუნდმა ამ გამარჯვებით გულშემატკივრებს აჩვენა, რომ არ ვნებდებით. მოტივირებულები, კონცენტრირებულები ვართ და ვცდილობთ, ისინი გავახაროთ. ეს ემოციები, მათთან ერთად აღნიშვნა, თან უნდა ვატაროთ. ყველა გამარჯვება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამჯერად ცოტა განსხვავებული იყო, რადგან რვა თამაშის განმავლობაში ვერ ვიგებდით“, - თქვა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი შესანიშნავ ფორმაშია, ბოლო ერთ კვირაში, ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა. მას ავსტრიის ჩემპიონატში 12 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი და კიდევ ოთხ ფეხბურთელთან ერთად თანაბომბარდირია. გარდა ამისა, აქტივში ორი საგოლე პასიც აქვს. ყველა ტურნირზე ქართველის სტატისტიკა ასეთია: 20 მატჩი, 11 გოლი და 2 საგოლე პასი.

გრაცის „შტურმი“ 25 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 3 დეკემბერს, „ტიროლს“ საკუთარ მოედანზე შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.104208