ძიუდო

19:11 | 30.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი დემეტრაშვილის ბრინჯაოს მედალი აბუ დაბის გრანდ სლემზე

აბუ დაბის გრანდ სლემი ირაკლი დემეტრაშვილმა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

მძიმე წონაში (+100 კგ) დემეტრაშვილმა გერმანელ ლასენი კონეს და აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს აჯობა, ნახევარფინალში მონღოლელ გონჩიგსერუნ ბატხუიაგთან მარცხი განიცადა და მედლისთვის აზერბაიჯანელ ჯამალ გამზატხანოვს დაძაბულ ბრძოლაში აჯობა.

შედეგად, საქართველომ აბუ დაბის გრანდ სლემი სამი მედლით დაასრულა - ლაშა ბექაურმა ოქრო, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა და ირაკლი დემეტრაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169065