„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „მონაკოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა:
„მონაკოს" ბევრი ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს. ისინი ძალიან კარგად თამაშობენ, მომწონს მათი თამაშის სტილი, ჩვენსას ჰგავს. არ მახსოვს მონაკოში არცერთი მარტივი მატჩი, რომელიც გვითამაშია. ეს ჩემპიონთა ლიგის დონის მატჩი იქნება.
ნუნუ მენდეში ხვალ ვერ ითამაშებს. არ გვინდა რისკზე წასვლა. მან „ტოტენჰემთან“ მატჩის შესვენებაზე ამ უმნიშვნელო პრობლემაზე ჩვენთან ისაუბრა. მას გამოჯანმრთელება სჭირდება და ვნახოთ, შეძლებს თუ არა მომავალ მატჩებში მონაწილეობას. ვიტინია? ჩემთვის შესანიშნავია, რომ ასეთი კალიბრის მოთამაშე მყავს. მას უყვარს ფეხბურთის თამაში, მოვახერხეთ მისი სათამაშო სტილის ადაპტირება, რათა გარკვეული რამ შეგვეცვალა. ვიტინია, უდავოდ, მსოფლიოში საუკეთესოთა შორისაა და ვფიქრობ, რომ, როგორც პერსონალმა, შევძელით მისი როლის ოპტიმიზაცია გუნდის თამაშში.
„ტოტენჰემთან“ გამარჯვება ჩვენს იდენტობასა და დონეს აძლიერებს. გუნდსა და გულშემატკივრებს შორის კავშირი სირთულეების გადალახვაში დაგვეხმარა. კარგი მატჩი ჩავატარეთ”, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „მონაკოსა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 29 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.






