საფრანგეთის თასის 1/64-ფინალში „სენტ ეტიენს“ სავარაუდოდ, ზურიკო დავითაშვილი ვერ დაეხმარება.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „მწვანეების“ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა თქვა, რომ დავითაშვილი ავადაა და მისი თამაში საეჭვოა. ვინაიდან, „სენტ ეტიენის“ მეტოქე სამოყვარული კლუბი „ეკოტაია“, მოსალოდნელია, რომ ზურიკო მოედანზე მართლაც არ გავა.
მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა „სენტ ეტიენის“ მაისურით ჩატარებულ 13 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.






