„მანჩესტერ სიტის“ და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა ბერნარდო სილვამ განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონობაა, ხოლო სად ითამაშებს მომდევნო სეზონში, ამაზე ახლა არ ფიქრობს:
„დიდი ოცნება მაქვს: პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მინდა და ამისთვის ვიბრძოლებთ. ამის შემდეგ კი, არ მიყვარს გრძელვადიანი გეგმების შედგენა. აწმყოზე ვარ კონცენტრირებული. „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი მეწურება და მინდა, ეს სეზონი კარგად დავასრულო, რამე მოვიგო ამ კლუბში, რომელმაც ბევრი რამ მომცა და შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონობაზე ვიმუშავებ, ეს პორტუგალიელების ოცნებაა“, - თქვა სილვამ.
შეგახსენებთ, რომ ბერნარდო სილვას „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი ეწურება და სავარაუდოდ, კლუბს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.






