ფეხბურთი

21:42 | 25.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ კრიშტიანუ რონალდუს დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ირლანდიის ნაკრებთან გაძევებისთვის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რაც იმის მაუწყებელია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე არცერთ მატჩს ამ მიზეზით არ გამოტოვებს.

ირლანდიასთან დარა ო’შის რონალდუმ ხელი ჩაარტყა, რის გამოც ვარაუდობდნენ, რომ ორი ან სამი მატჩით დასჯიდნენ, მაგრამ ფიფა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო: ერთმატჩიანი სასჯელი და შემდეგ უკვე პირობითი სასჯელი.

რონალდუმ ეს ერთი მატჩი უკვე გამოტოვა, შესარჩევი ეტაპის დასკვნით ტურში სომხეთთან არ უთამაშია.

ასე რომ, თუ მუნდიალამდე რონალდუ ნაკრებში კიდევ არ მიიღებს წითელ ბარათს, მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველივე ტურში ნაკრების დახმარებას შეძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091201