The Athletic-ის ცნობით, ვინისიუს ჟუნიორმა მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას აცნობა, რომ არ სურს კონტრაქტის განახლება, რადგან მისი ურთიერთობა მთავარ მწვრთნელ ჩაბი ალონსოსთან ასეთი დაძაბული რჩება.
„ბოლო შეხვედრის შესახებ ინფორმირებული სამი წყაროს თანახმად, ეს შეტყობინება კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს გასული თვის ბოლოს გამართული საუბრის დროს გადაეცა. ყველა მონაწილემ ანონიმურად დარჩენა ისურვა, რათა დაეცვათ მათი ურთიერთობები“, - ნათქვამია წყაროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ The Athletic-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოთამაშესა და მწვრთნელს შორის კონფლიქტი, სავარაუდოდ, მე-10 ტურში, ლა ლიგაში „ბარსელონასთან“ 2:1 ანგარიშით მოგებული მატჩის მეორე ტაიმში მოთამაშის შეცვლის გამო დაიწყო. ბრაზილიელმა აშკარად გამოხატა თავისი აღშფოთება მწვრთნელის გადაწყვეტილებით.






