ილია თოფურია არმან ცარუკიანს გამოეხმაურა, რომელმაც გუშინ მოგებული ბრძოლის შემდეგ ქართველი მებრძოლი გამოიწვია.
მან პირდაპირ ოქტაგონიდან მიმართა ილიას და თქვა, რომ ახლა მასთან ბრძოლა სურს. თოფურიას პასუხი კი, ცარუკიანის მიმართ ასეთია:
არმან, ყოველ ჯერზე, როცა ერთმანეთს პირადად ვხედავთ, შეშინებული იხვივით იყინები და არ იცი, რა ქნა. იცი, როგორც მინდა, ისე გექცევი. ვისაც UFC აირჩევს, იმას ვებრძოლები. გახსოვს, რომ გირტყამდი და უბრალოდ გაიღიმე, შემდეგ კი განგსტერივით იქცეოდი. ასე განაგრძე, სწორ გზაზე ხარ... ჩემზე რამდენიმე საფეხურით დაბლა, ბავშვო“, - დაწერა სოციალურ ქსელში თოფურიამ.
ცარუკიანის პასუხმაც არ დააყოვნა, რომელმაც სოციალურ ქსელში საპასუხო მესიჯი გამოაქვეყნა: „ძმაო, კისერზე შემეხე, თითქოს, ოჯახურ ფოტოს ვიღებდით და ახლა ამას ონლაინ, სილას უწოდებ? ვიდეოში ნათლად ჩანს - შენი დაუცველობა კიდევ უფრო ნათელია. არ მჭირდება სოციალურ ქსელში მკაცრი ვიყო, ჩემი საქმე ოქტაგონზეა. თუ გინდა, იცოდე, როგორია ნამდვილი სილა, სიამოვნებით გაგაცნობ. მალე შევხვდებით“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია.









