ალექსანდრე თოფურიას UFC-ში მეორე ბრძოლის გამართვამდე სულ ცოტა დრო რჩება, სადაც ის ბეკზატ ალმახანს დაუპირისპირდება. თოფურიამ ბრძოლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის ბეკზატის გათიშვას გეგმავს.
„ბრძოლისთვის ყოველთვის მაქსიმალურად ვემზადები და ვცდილობ ოქტაგონზე ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვაჩვენო, გამონაკლისი არც ეს ბრძოლა იქნება. ოქტაგონში შესვლის წინ საკუთარ თავთან ყოველთვის გიჩნდება კითხვები, თუმცა ღმერთის წყალობით ამ კითხვებზე პასუხი მაქვს, რადგან ამ დღისთვის მოსამმზადებელ პერიოდში ჩემი შესაძლებლობების 100%-ი ჩავდე“, - განაცხადა ალექსანდრე თოფურიამ
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურიასა და ბეკზატ ალმახანის ბრძოლა დღეს, 22 ნოემბერს კატარში გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო უშუალოდ ალექსანდრეს ბრძოლა დაახლოებით 21:00 საათიდან დაიწყება.









