„უოტფორდის“ შემტევის, ანტუან სემენიოს გადაბირებით „ლივერპულია“ დაინტერესებული.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, მერსისაიდელების ინტერესი სერიოზულია. აღსანიშნავია, რომ იანვარში ფეხბურთელის გამოსასყიდი ფასი 60 მილიონი გირვანქა სტერლინგია, თუმცა, „ბორნმუთს“ ზაფხულამდე მისი შენარჩუნება სურს, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში გამოსასყიდი ფასი 50 მილიონამდე შემცირდება.
ანტუან სემენიო „ბორნმუთის“ ლიდერია, რომლის მაისურით დღემდე 101 მატჩში 28 გოლი გაიტანა.






