„ინტერ მაიამის“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მთელი კარიერის განმავლობაში „ბარსელონაში“ თამაშს გეგმავდა.
„მთელი კარიერის ბარსელონაში გატარება მინდოდა. სხვა კლუბში გადასვლა არასდროს. სამწუხაროდ, ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. ეს კლუბი ჩემია, ჩემი ოჯახი, ჩემი სახლი“, - ციტირებს მესის სიტყვებს Sport.es.
მესი „ბარსელონაში“ 2000 წლიდან 2021 წლამდე თამაშობდა. ის კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, 672 გოლით 778 მატჩში ყველა შეჯიბრში. მას ასევე 303 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. კატალონიური კლუბის დატოვების შემდეგ, ის პსჟ-ში თამაშობდა ამჟამად კი „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელია.









