ფეხბურთი

10:25 | 16.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელი ფეხბურთელები: "იდეალური თამაში იყო, ესპანეთში კარგი განცდით მივდივართ"

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ფერან ტორესმა და მარტინ სუბიმენდიმ საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების (4:0) შემდეგ კომენტარი გააკეთეს:

ფერან ტორესი: „იდეალური თამაში იყო. ესპანეთში კარგი განცდით მივდივართ. მათემატიკურად ჯერ არ არის გარკვეული, ამიტომ ბოლო მატჩზე ვართ კონცენტრირებულები. არასდროს უნდა მოდუნდე, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ოცნების ასრულებაა მოხვდე ესპანეთის ნაკრების ყველა დროის 10 ბომბარდირში სერხიო რამოსთან და ალფრედო დი სტეფანოსთან ერთად. თუმცა, ამბიციურობა არასდროს უნდა შეწყვიტო. რაც შეეხება ჩემს გოლს, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, მიკელმა სივრცე გაარღვია და გოლის გატანაში დამეხმარა“.

მარტინ სუბიმენდი: „მოხარული ვარ, რომ გამარჯვებაში წვლილი შევიტანე. ანგარიშის მიუხედავად, ჩვენს პრესინგში რაღაცები გასაუმჯობესებელია. ზოგჯერ ბურთი წაგვართვეს და უკან დაგვწიეს. თუმცა ყველას დამოკიდებულება უკან დახევის მიმართ კარგი იყო“.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი პრაქტიკულად მუნდიალზეა - ბოლო ტურში თურქეთთან 0:7 არ უნდა წააგოს, რაც წარმოუდგენელია. საქართველოს ნაკრები კი შესარჩევ ეტაპს 18 ნოემბერს, ბულგარეთთან საგარეო მატჩით დაასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087903