ფეხბურთი

17:07 | 9.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენის" მწვრთნელი: "დავითაშვილი წასვლას თუ გადაწყვეტს, შეტევაში სხვა უამრავი ვარიანტი გვაქვს"

საფრანგეთის ლიგა 2-ის მორიგ ტურში „სენტ ეტიენმა“ სტუმრად ლიდერი „ტრუა“ 3:2 დაამარცხა, მაგრამ ზურიკო დავითაშვილის გარეშე, რომელიც მოულოდნელად სათადარიგო სკამზე დარჩა.

ძირითადში არ იყო „სენტ ეტიენის“ კიდევ ერთი ლიდერი ლუკა სტასინიც. როგორც ჩანს, კლუბი მათ გარეშე თამაშს ცდილობს, რადგან იანვარში არაა გამორიცხული, რომ „მწვანეების“ შემტევებმა კლუბი დატოვონ. მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა ამაზე მინიშნება გააკეთა:

„ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია, მაგრამ მომავალშიც აუცილებლად ვიხილავთ ბოაკიე-დაფუ-კარდონას ტრიოს, რომლებმაც დღეს კარგად ითამაშებს. სტასინი და დავითაშვილი ჩვენთან არიან და მათ დავეყრდნობით. თუმცა, თუ წასვლას გადაწყვეტენ, შეტევის ხაზში უამრავი ვარიანტი გვაქვს“, - თქვა ჰორნელანმა.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ლიდერებშია, მაგრამ როგორც ვთქვით, ბოლო შეხვედრაში ის სათადარიგო სკამზე დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090072