„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდზე ისაუბრა, რომელიც „ენფილდზე“ ბრუნდება.
ინგლისელი მცველი „ლივერპულის“ წინააღმდეგ პირველად ითამაშებს, თანაც „ენფილდზე“, საიდანაც გასული სეზონის ბოლოს ობსტრუქციით გააცილეს.
„არ ვიცი, „ენფილდი“ ტრენტს როგორ დახვდება, მაგრამ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, როგორ დავხვდები მე: მასთან, როგორც ადამიანთან, ფეხბურთელთან, ჩემს ვიცე-კაპიტანთან დაკავშირებით შესანიშნავი მოგონებები მაქვს. მასთან მუშაობის მოგონებები მხოლოდ დადებითია და ჩემგან თბილი დახვედრა ექნება, ეს ნამდვილად ასეა“, - თქვა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი „რეალში“ გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა მას შემდეგ, რაც „ლივერპულთან“ კონტრაქტი ამოეწურა.









