„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ქენან ილდიზის თვისებებზე და შესაძლებლობებზე საუბრისას ხვიჩა კვარაცხელია გაიხსენა.
როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, კვარას აქვს ის თვისებები, რომელსაც თურქ შემტევში ხედავს.
„გამიმართლა, რომ კარიერაში რამდენიმე დიდებული ფეხბურთელი მყავდა. ერთ-ერთი ყველაზე ახლო წარსულიდან, ვისაც შეგვიძლია შევადაროთ - კვარა იყო, ვისაც მსგავსი თვისებები ჰქონდა. ალბათ, ყველაზე ნაკლებად ცნობადი, ფენომენალური ფეხბურთელი, ტოტო დი ნატალე იყო, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო გუნდებში თამაში შეეძლო. ვარჯიშებზე ისეთ რაღაცებს აკეთებდა. თამაშებზეც, მაგრამ მწვრთნელის ბედნიერება ისაა, რომ ამ ყველაფერს ვარჯიშებზე ხედავს, გულშემატკივრებს კი ამის საშუალება არ აქვთ. კიდევ კარგი, ახლა სოციალურ ქსელებია და ვარჯიშის ვიდეოებიც ვრცელდება. ილდიზიც ასეთია, რომელიც სეზონის განმავლობაში ინსტაგრამის გვერდებს ავსებს“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთი სეზონი იმუშავა და სამწვრთნელო კარიერაში ერთადერთი სკუდეტო სწორედ მაშინ მოიგო.









