ბოსნიის ჩემპიონატის მე-13 ტურში „სარაევოს“ ფორვარდმა გიორგი გულიაშვილმა გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი სტუმრად „პოსუსიე“ 3:0 დაამარცხა.
ქართველმა ფეხბურთელმა ივლისის შემდეგ უგულო სერია შეწყვიტა და ბოსნიის მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა ადგილობრივ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"ვულოცავ ჩემს გუნდს, ეს ჩვენთვის რთული და ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. ახლა კარგ ფორმაში ვართ და იმედი მაქვს, რომ ეს მომდევნო მატჩებზეც იმოქმედებს. რაც შეეხება ჩემს გოლი, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სეზონში პირველად გავიტანე. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი თავდაჯერებას შემმატებს და უფრო მეტ გოლს გავიტან", - განაცხადა გიორგი გულიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „სარაევო“ 18 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს, მომდევნო ტურში კი 8 ნოემბერს, „ბორაც ბანია ლუკას“ საკუთარ მოედანზე შეხვდება.









