ესპანეთის ლიგა ენდესას მეხუთე ტურში „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე „მურსიასთან“ დაძაბულ ბრძოლაში, 78:81 დამარცხდა.
თორნიკე შენგელია ორივე გუნდში საუკეთესო იყო, მაგრამ ტრავმა მიიღო. ქართველმა კალათბურთელმა 25 წუთში 21 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მან 11-დან 6 ორქულიანი და 11-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 5 სამქულიანი ააცილა. შედეგად, მარგი ქმედების კოეფიციენტი ორივე გუნდში საუკეთესო ჰქონდა - 21.
სამწუხაროდ, მატჩის ბოლო წამებზე თორნიკეს ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად სერიოზულია დაზიანება, მაგრამ ნოემბერში, საქართველოს ნაკრებს მატჩები აქვს...
„ბარსელონა“ 2 მოგებით და 3 წაგებით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 9 ნოემბერს, „ჟირონას“ ესტუმრება.









