ფეხბურთი

11:53 | 30.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტი: „ლივერპულს“ „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ ბევრი გამარჯვება არ ჰქონია, თუნდაც სასტარტო მოთამაშეებით“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა კომენტარი გააკეთა თავისი გუნდის მარცხზე ინგლისის ლიგის თასის მეოთხე რაუნდში, სადაც მერსისაიდელები „კრისტალ პალასთან“ საშინაო მატჩში 0:3 განადგურდნენ.

„კლუბს ამჟამად მხოლოდ 15 მოთამაშე ჰყავს ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ეს ტურნირი ტრადიციულად აკადემიის მოთამაშეებისთვის პლატფორმას წარმოადგენს - მეგონა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მატჩის შედეგმა არ შემიცვალა აზრი, რადგან ჩვენი სასტარტო შემადგენლობითაც კი, კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ გამარჯვება არ გვქონია“, - ციტირებს სლოტის სიტყვებს The Athletic.

„ლივერპული“ ამ სეზონში სამჯერ დაუპირისპირდა „კრისტალ პალასს“ და ვერცერხელ გაიმარჯვა. მერსისაიდელებმა პრემიერლიგაში წააგეს (1:2), ინგლისის სუპერთასზე ლონდონელების დამარცხება ვერ შეძლეს (2:2, 2:3 პენალტებში) და ინგლისის ლიგის თასზეც დამარცხდნენ (0:3).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094758