ფეხბურთი

20:10 | 27.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დიდი ანგარიშით დაამარცხა

საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვასთან ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც 3:0 დაამარცხა.

ირის ანტმანის გუნდმა მეტოქეს აჯობა და ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყვიტა. ნათია დანელიას დუბლით და თინათინ ამბალიას გოლით ქართველმა გოგონებმა მეტოქეს ადვილად აჯობეს. აღსანიშნავია, რომ სამი გოლი საქართველომ 8-წუთიან ინტერვალში გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველო და მოლდოვა თბილისში, სამი დღის წინაც გაეჯიბრნენ ერთმანეთს, ის მატჩი 0:0 დასრულდა.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონში ითამაშა, სადაც ჯგუფში მალტა, კვიპროსი და ანდორა ჰყავდა, ექვს ტურში 6 ქულა მოიპოვა და მესამე ადგილი დაიკავა.

საქართველო - მოლდოვა 3:0 (3:0)

თბილისი, „მიხეილ მესხი 2“

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი (ბუხრიკიძე 62), ტატუაშვილი, გასვიანი (გასვიანი 72) კალანდაძე, დანელია (ჩხარტიშვილი 72), ამბალია (ხაბურზანია 62), ბებია (ჩემინავა 62), სულაშვილი, მწყერაშვილი (ჯოჯუა 80), მეტონიძე (აკობიძე 80)

გოლები: 1:0 დანელია (29), 2:0 ამბალია (32), 3:0 დანელია (37)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087991