ფეხბურთი

11:31 | 26.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "სამ დღეში ერთხელ თამაში კარგია, ამას შევეჩვიეთ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ბრესტთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჰაკიმი დღეს საუკეთესო მცველია, ამის თქმა რთული არ არის, ეს აშკარაა. მას აქვს ყველაფრის დანახვის, სივრცეებზე შეტევის უნარი. როდესაც თამაშობ გუნდთან, რომელიც თავს ღრმად იცავს, უნდა იცოდე, როგორ შეუტიო სივრცეებს. ასე რომ, როდესაც ვიტინიას ბურთი აქვს და როდესაც ჰაკიმი სივრცეში გარბის... ის უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. მას ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა, შეტევაში ეს თვისება აქვს. ბრესტში გამარჯვება ყოველთვის რთულია, ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ მოვიგეთ.

ჰაკიმი საუკეთესო მცველია, ვისთანაც მიმუშავია? თუ გახსოვთ, დანი ალვეში მყავდა! რთულია ფეხბურთელების შედარება, ეს არ მომწონს. ყველა ფეხბურთელი განსხვავებულია. თუმცა, ძალიან კმაყოფილი ვარ ჰაკიმის, მარკინიოსის, ნუნუს, პაჩოს და ზაბარნის თამაშით. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან წარმოუდგენელი ფეხბურთელები მყავს.

თავდაჯერებულობა გვაქვს. ლიგა 1 სტაბილურობასა და თანმიმდევრულობას მოითხოვს. ამ ტიპის გზის სპეციალისტები ვართ. მშვიდები და თავშეკავებულები ვართ. ვიცით ჩვენი პოტენციალი.

გადატვირთული კალენდარი? მოგვწონს ასეთი სიტუაციები. სამ დღეში ერთხელ თამაში კარგია. ამას შევეჩვიეთ. დროა, მთელი გუნდი, ყველა მოთამაშე გამოვიყენოთ. ჯერ კიდევ გვყავს ორი ტრავმირებული მოთამაშე (ჟოაო ნევეში და ფაბიან რუისი), ეს ფეხბურთელები უნდა დავიბრუნოთ. მნიშვნელოვანია მთელი გუნდის ყოლა, რადგან ბევრი თამაშია.

არ გვინდა, რომ დემბელე დავაჩქაროთ. გვინდა, რომ ყველაფერი მშვიდად იყოს. მან 30 წუთი ითამაშა ლევერკუზენში, 30 წუთი დღეს. თავს ძალიან კარგად გრძნობს. უნდა ვიცოდეთ, როგორ გავუმკლავდეთ ამას. ის ძალიან ძალიან მალე 100%-ით მზად იქნება“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს, „ლორიენთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096502