ფეხბურთი

10:26 | 23.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანობის ახალი რეკორდი დაფიქსირდა

21 და 22 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის 18 მატჩი ჩატარდა, სადაც 71 გოლი გავიდა.

უეფას პრესსამსახურის ცნობით, ეს ტურნირის ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგიანობის მაჩვენებელია. წინა რეკორდი - 67 გოლი 18 მატჩში - ორჯერ დამყარდა: მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურის და გასული სეზონის მეხუთე ტურის მატჩებში.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, მესამე ტურის პირველ ცხრა მატჩში 43 გოლი გავიდა. ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის დღეს გუნდებმა ერთმანეთს 28-ჯერ გაუტანეს. აღსანიშნავია, რომ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ისტორიაში პირველად, ერთ ტურის განმავლობაში 70-ზე მეტი გოლი გავიდა.

ამჟამად 9 ქულით ცხრილს პსჟ ლიდერობს. „ბაიერნი“ მეორე ადგილზეა, ამდენივე ქულით. „ინტერი,“ „არსენალი“ და მადრიდის „რეალი“ მესამედან მეხუთე ადგილებს იყოფენ იმავე რაოდენობის ქულებით.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.179337