ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე ანრი ხოზრევანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
67 კგ წონით კატეგორიაში ხოზრევანიძემ დავიდ მარტინესი, ანდრეა სეტი, აჰმადრეზა ნეჟადი და ჰლებ მაკარანკა დაამარცხა, ხოლო ფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ჰასან აბდერლეჰიმთან 0:3 წააგო და ვერცხლს დასჯერდა.
დღესვე, ბრინჯაოს მედლის შანსი გიორგი კოჩალიძეს, ნიკა ბროლაძესა და ლუკა გაბისონიას ჰქონდათ, მაგრამ სამივე მათგანი რეპეშაჟში დამარცხდა. თავის მხრივ, დათა ჩხაიძე ნახევარფინალში გავიდა, სადაც დამარცხდა, მაგრამ ხვალ ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად გავა ხალიჩაზე.
მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ჯერჯერობით, ორი ვერცხლის (ანრი ხოზრევანიძე და თემურ ორჯონიკიძე) და ერთი ბრინჯაოს (აჩიკო ბოლქვაძე) მედალი აქვს მოპოვებული.









