„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ლევერკუზენთან“ გოლის შემდეგ აღნიშვნის ახალი ჟესტი გამოიყენა.
სწორედ ამ ჟესტის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი იტყობინება, რომელიც წერს, რომ ეს „დალასის“ კალათბურთელის, დ’ანჯელო რასელის აღნიშვნაა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, სწორედ რასელმა გამოიყენა პირველად ეს ჟესტი და მას შემდეგ ბევრი სპორტსმენი ბაძავს. კონკრეტულდ კი, ჟესტი ამას ნიშნავს - ყინული ჩემს ძარღვებში, რაც ცივსისხლიანობასა და იმაზე მიუთითებს, რომ მოთამაშე არ ნერვიულობს.
მოგეხსენებათ, კვარაცხელია ადრე კიდევ ერთი კალათბურთელის, სტეფ კარის აღნიშვნის ჟესტს იყენებდა.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლევერკუზენი“ 7:2 დაამარცხა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია გოლთან ერთად საგოლე პასით გამოირჩა.









