ფეხბურთი

20:39 | 20.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი: "კარგია, რომ რაშფორდი გუნდში გვყავს, მან ძალიან მოუმატა"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსკი ფლიკმა მარკუს რაშფორდსა და რაფინიაზე ისაუბრა.

გერმანელმა ასევე კომენტარი გააკეთა არსენ ვენგერის იდეაზე თამაშგარე მდგომარეობის წესის შეცვლასთან დაკავშირებით:

“რას ვფიქრობ ვენგერის ახალ თამაშგარე წესზე? წარმოდგენა არ მაქვს. პატივს ვცემ არსენს, მაგრამ ბოლო დროს არ გვისაუბრია. არ ვიცი, რა სურს ან რას გულისხმობს ამ ახალ წესში. როცა ამიხსნიან, გავიგებ, მაგრამ ახლა კომენტარის გაკეთება არ მინდა, რადგან ვიმედოვნებთ, რომ ეს რაღაც შორეულ მომავალში მოხდება, შესაძლოა რამდენიმე წელიწადში.

რაშფორდი? ის კარგი ვარიანტია ფორვარდის პოზიციაზე, მაგრამ მას ასევე შეუძლია 11 ნომრად თამაში. სწორედ ასე ვფიქრობდით, როდესაც მასთან კონტრაქტი გავაფორმეთ: მას შეუძლია როგორც 9, ასევე 11 ნომრად თამაში და ძალიან კარგია, რომ ის ჩვენთანაა. ბოლო კვირების განმავლობაში ის ძალიან გაუმჯობესდა, ბევრ დადებით რამეს გვთავაზობს და რა თქმა უნდა, მას შეუძლია 9 ნომრად თამაში. რაფინია? გვაკლია, რადგან გასულ სეზონში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“, - თქვა ფლიკმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095135