ეკო გორგოძე რიო დე ჟანეიროს ჩელენჯერის ფინალში გავიდა. ქართველმაჩოგბურთელმა მიზანს წყვილთა თანრიგში - ბურილო ესკორიუელასთან ერთად მიაღწია.
ქართულ-ესპანური დუეტი ნახევარფინალში ტინა ნადინისა და მირიანა ტონას წყვილს შეხვდა ორ სეტში 7:5 6:4 იმარჯვა.
გორგოძე-ბურილოს დუეტის მომდევნო მოწინააღმდეგეები რომერო გორმაზი და ტარა ვიურტი იქნებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ეკო ამავე ტურნირის ერთეულთა თანრიგშიც გამოდის, სადაც ნახევარფინალში გასვლა შეძლო. ასე, რომ შანსი აქვს ორივე თანრიგში წარმატებას მიაღწიოს.









