ფეხბურთი

20:49 | 12.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

„თუ ვიტყვი, რომ ასეთ რამეზე ვიოცნებობდი, ტყუილი იქნებოდა“. სუარესი კარიერაში 600 გოლის გატანის შესახებ

„ინტერ მაიამის“ ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა სოციალურ მედიაში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა კარიერაში 600 გოლის გატანა.

„თუ ვიტყვი, რომ ასეთ რამეზე ვოცნებობდი, ტყუილი იქნებოდა. არასდროს მიფიქრია, ჩემს კარიერაში მსგავს მაჩვენებელს მივაღწევდი. მადლობელი ვარ ყველა კლუბის, რომელშიც მითამაშია, ეროვნული ნაკრების, ჩემი თანაგუნდელების, მწვრთნელების, ტექნიკური პერსონალის, ჩემი ოჯახის და გულშემატკივრების. თქვენ ყველანი ამ მიღწევის ნაწილი ხართ. წინ ყოველთვის ახალი გვერდია“, - დაწერა სუარესმა სოციალურ მედიაში.

სუარესმა „ინტერ მაიამის“ რიგებში 42 გოლი გაიტანა. სხვა გუნდებში თამაშისას მისი სტატისტიკა ასეთია: 198 გოლი „ბარსელონაში“, 111 „აიაქსში“, 82 „ლივერპულში“, 69 ურუგვაის ნაკრებში, 34 „ატლეტიკოში“, 29 „გრემიოში“, 20 „ნასიონალში“ და 15 „გრონინგენის“ რიგებში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096562