კალათბურთი

17:20 | 12.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას შესანიშნავი თამაშის მიუხედავად "ბარსელონა" ლიგა ენდესაში ისევ დამარცხდა

ესპანეთის ლიგა ენდესას მეორე ტურში „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე „ფორსა ლეიდასთან“ დაძაბულ ბრძოლაში 86:91 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ შესანიშნავად ითამაშა, რომელმაც 23 წუთში 20 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 7-დან 4 ორქულიანი და 13-დან 12 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

„ბარსელონა“ ლიგა ენდესაში ორი ტურის შემდეგ მოგების გარეშეა, მომდევნო ტურში კი, 19 ოქტომბერს, სტუმრად მალაგას „უნიკახას“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096072