მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ მადრიდში თავს უფრო კარგად გრძნობს, ვიდრე პარიზში და ახლა მხოლოდ ფეხბურთზეა კონცენტრირებული:
„მადრიდში თავს კარგად ვგრძნობ, იქ უფრო მშვიდად ვარ. რა თქმა უნდა, ეს საფრანგეთზე შეტევა არ არის. უბრალოდ, ცხოვრების წესი განსხვავებულია, ნაკლებად დატვირთულია, ვიდრე პარიზში. მოვახერხე მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრი.
ვინისიუსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, გაცილებით უკეთესი, ვიდრე გასულ სეზონში, რადგან ახლა ერთმანეთს უკეთ ვიცნობთ. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და ადამიანია. ჩვენი მიზანი ერთია, რომ „რეალს“ ტიტულების მოგებაში დავეხმაროთ.
ტრავმა? თამაში მინდა, მწვრთნელსაც სურს, რომ ვითამაშო. არ ვფიქრობ, რომ რაიმე სერიოზული პრობლემაა. თავს კარგად ვგრძნობ. განსაკუთრებული შიში არ მაქვს, მინდა თამაში და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა“, - თქვა მბაპემ.









