თამაშგარე

15:50 | 9.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

საულე რაბაევამ ინტერნეტი დაიპყრო

თქვენს წინაშე წარმოდგენილი „პაჟალუსტა“ ქალბატონი, ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე გასული ყაზახური "კაირატის" 18 წლის მეკარის შერხან კალმურზას დედა საულე რაბაევა გახლავთ, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ შვილზე არანაკლებად პოპულარულია მიუხედავად იმისა, რომ მისი დამნახავი კაცი ფეხბურთის გარდა ყველაფერზე იფიქრებ.

თავად ქალბატონი საულე (რომელიც სოციალურ ქსელებში აქტიურობას არასოდეს იზარებს) შვილის დიდი გულშემატკივარი გახლავთ და როცა კი საამისო შესაძლებლობა ეძლევა, სტადიონზე იქნება თუ სხვაგან, თავის ვეფხვივით პირმშო შერხანს ყველგან გულშემატკივრობს და ცხადია იმითაც ამაყობს, რომ მისმა ვაჟმა ასე უმრწმეს ასაკში შეძლო ცნობილი გამხდარიყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.158868