კატალონიის "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა დეკუმ ლამინ იამალის ტრავმასთან დაკავშირებით ისაუბრა. პორტუგალიელის თქმით, ფეხბურთელმა პსჟ-თან დაბრუნება სცადა, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო და ახლა მისთვის მედიკოსებმა სპეციალური პროგრამა შეიმუშავეს.
"ლამინ იამალმა პსჟ-ტან დაბრუნება სცადა, თუმცა ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ეს ნაადრევი გადაწყვეტილება იყო, რადგან ის მატჩის შემდეგ ტკივილით იტანჯებოდა. ამის შემდეგ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ "სევილიასთან" არ ითამაშებდა და შემდეგ ეს ანგარიში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას გავუგზავნეთ. მე პირადად ვესაუბრე ფედერაციის სპორტულ დირექტორს და ვიცი, რომ მათ ეს ჩვეულებრივად მიიღეს. ისინი ფეხბურთელზე ზრუნავენ და ფიქრობენ. არ ვიცი ესაუბრა თუ არა იმალი ნაკრების მწვთნელს, ეს მისი ნებაა. უბრალოდ ხანდახან ადამიანებმა სხვის ადგილას უნდა დავაყენოთ თავი, რადგან როდესაც იამალი ნაკრებიდან ტრავმით დაბრუნდა, ნორმალურია, რომ ეს ფლიკს არ მოეწონა." - განაცხადა დეკუმ.
შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალი ტრავის გამო მინიმუმ 2-3 კვირას იუქმებს და ესპანეთის ნაკრებს საქართველოსა და ბულგარეთის წინააღმდეგ მატჩებში ვერ დაეხმარება.









