ფეხბურთი

12:53 | 7.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლინეკერმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც „ლივერპულს“ დააკლდა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და ცნობილმა ტელეწამყვანმა გარი ლინეკერმა განაცხადა, რომ „ლივერპულს“ აკლია მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, რომელიც გასულ ზაფხულს მადრიდის „რეალში“ გადავიდა.

„ლივერპულს“ ტრენტი ძალიან აკლია. რასაც ამ გუნდს ის სძენდა შეუცვლელია. არ არსებობს სხვა მოთამაშე, რომელიც ამ პოზიციაზე ისე თამაშობს, როგორც ის. მო სალაჰსაც ენატრება ის მათი სინერგიის გამო.“ -თქვა ლინეკერმა The Rest Is Football-ის პოდკასტში.

„ლივერპულმა“ ყველა შეჯიბრში ზედიზედ სამი მარცხი განიცადა: ინგლისის პრემიერლიგაში დამარცხდა „კრისტალ პალასთან“ (1:2), შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხდა „გალათასარაისთან“ (0:1) და გასულ შაბათ-კვირას ჩელსისთან (1:2).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.104138