სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:37 | 6.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ პსჟ-ს ქულები წაართვა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეშვიდე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ „ლილს“ ესტუმრა და ქულები დაკარგა.

ლუის ენრიკეს გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც არ უთამაშია. გარდა ამისა, ესპანელმა როტაციას მიმართა, მაგალითად ძირითადში არ იყვნენ აშრაფ ჰაკიმი, ვიტინია და ნუნუ მენდეში, რომლებიც თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთვნენ.

სწორედ ამის შემდეგ გაიტანა პსჟ-მ, რომელიც 66-ე წუთზე ნუნუ მენდეშმა დააწინაურა. თუმცა, „ლილმა“ ქულა გადაარჩინა. 81-ე წუთზე თამაშში კილიან მბაპეს ძმა, ეთან მბაპე ჩაერთო, რომელმაც ოთხ წუთში პარიზელებს გაუტანა და მატჩი 1:1 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა აქვს, მაგრამ საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და სავარაუდოდ, ესპანეთთან მატჩამდე გამოჯანმრთელდება.

„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში 16 ქულით ლიდერია და ქულით უსწრებს „მარსელს“, „სტრასბურსა“ და „ლიონს“, ხოლო მომდევნო ტურში 17 ოქტომბერს, „სტრასბურს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161525