ფეხბურთი

9:54 | 10.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბოლივიამ ბრაზილია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში ბოლივიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ბრაზილიას უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

აღნიშნული გამარჯვებით ბოლივიამ ჯგუფში მე-7 ადგილი დაიკავა, რითაც შანსს ინარჩუნებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად. მათმა უშუალო კონკურენტმა ვენესუელამ საკუთარ მოედანზე კოლუმბიასთან 3:6 დამარცხდა და შესაბამისად პლეი-ოფში თამაშის უფლება ბოლივიის ნაკრებმა მოიპოვა.

უნდა ითქვას, რომ ბოლივიამ ბრაზილიის საკმაოდ გადახალისებულ შემადგენლობას დიდი პრობლემები შეუქმნეს, მასპინძლებმა მეტოქე გუნდის კარში 10-ჯერ დაარტყეს, თუმცა მიზანს მხოლოდ ერთხელ მიაღწიეს. მატჩში ერთადერთი გოლის ავტორი მიგუელიტო გახდა, რომელმაც პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა 1:0.

შეგახსნებთ, რომ სამხრეთ ამერიკიდან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება: არგენტინის, ეკვადორის, კოლუმბიის, ურუგვაის, ბრაზილიის და პარაგვაის ნაკრებებმა მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095544