ფეხბურთი

18:14 | 8.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

იერაი ალვარესი უეფამ 10-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა

უეფას კომიტეტმა "ატლეტიკ ბილბაოს" ცენტრალური მცველი იერაი ალვარესი დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის გამო 10 თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემები ადასტურებენ.

როგორც ცნობილი ხდება, ალვარესი "მანჩესტერთან" გამართული ევროპა ლიგის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ (0:3) დოპინგ კონტროლზე შეიყვანეს, სადაც მის სისხლში აკრძალული ნივთიერება კანრენონი აღმოჩნა.

როგორც 30 წლის ესპანელმა მცველმა განაცხადა, თმის ცვენის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური პრეპარატს იღებდა, რომელიც კანრენონს შეიცავდა და აღნიშნული ნივთიერება შეცდომით მიიღო. უეფამ ფეხბურთელის აღნიშნული განმარტება არ გაითვალისწინა და 10 თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

იერაი ალვარესს თამაშს 2026 წლის 2 აპრილიდან შეძლებს, ხოლო ვარჯიშებს 2 თებერვლიდან დაუბრუნდება. ესპანელს "ბილბაოს" შემადგენლობაში 257 მატჩი აქვს ცატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098059