სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:36 | 30.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გოჩოლეიშვილი ჰამბურგულ დერბიში გააძევეს (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტურში „ჰამბურგი“ საკუთარ მოედანზე „ზანკტ პაულისთან“ დამარცხდა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილმა წითელი ბარათი მიიღო.

HSV-მ 2018 წლის შემდეგ პირველად ითამაშა შინ ბუნდესლიგის ეგიდით, თუმცა ჰამბურგულ დერბიში უშანსოდ დამარცხდა. სტუმრებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს მასპინძლებს და 2:0 მოიგეს.

გოჩოლეიშვილი მოედანზე თავიდანვე იყო, თუმცა 26-ე და 77-ე წუთებზე მსაჯმა ორჯერ უჩვენა ყვითელი ბარათი, რაც ავტომატურად წითელ ბარათად იქცა და გააძევეს. ეს გიორგის მეორე მატჩი იყო ბუნდესლიგაში. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში 0:1-ზე "ჰამბურგმა" გაიტანა, გოჩოლეიშვილის აქტივში საგოლე პასი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ გოლი გაუქმდა.

„ჰამბურგს“ ორ ტურში ერთი ქულა აქვს, ხოლო 13 სექტემბერს, „ბაიერნს“ ეწვევა, გოჩოლეიშვილის გარეშე, რომელიც ამ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173162