ფეხბურთი

21:15 | 28.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის წილისყრა: ვინ ვის შეხვდა ფაზის ეტაპზე

მონაკოში ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა, რომელშიც 36 გუნდი ითამაშებს და ამ ფორმატით მეორედ ჩატარდება.

ტურნირზე ერთიანი სათამაშო სისტემაა, 36 გუნდს ერთი სატურნირი ცხრილი ექნება, თუმცა ყველა ყველას არ შეხვდება: თითოეული გუნდი 8-8 მატჩს ჩაატარებს (ოთხს შინ და ოთხს სტუმრად). გიორგი ქოჩორაშვილის "სპორტინგი" ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს შეხვდება, ასევე პორტუგალიურ კლუბს "კაირატთან" თამაში მოუწევს, სადაც გიორგი ზარია და ლუკა გადრანი თამაშობენ. წილისყრის შედეგები ასეთია:

პარი სენ-ჟერმენის მეტოქეები

სახლში: ბაიერნი, ატალანტა, ტოტენჰემი, ნიუკასლი
სტუმრად: ბარსელონა, ლევერკუზენი, სპორტინგი, ბილბაო

რეალის მეტოქეები

სახლში: მანჩესტერ სიტი, იუვენტუსი, მარსელი, მონაკო
სტუმრად: ლივერპული, ბენფიკა, ოლიმპიაკოსი, კაირატი

მანჩესტერ სიტის მეტოქეები

სახლში: დორტმუნდი, ლევერკუზენი, ნაპოლი, გალათასარაი
სტუმრად: რეალი, ვილიარეალი, ბოდო გლიმტი, მონაკო

ბაიერნის მეტოქეები

სახლში: ჩელსი, ბრიუგე, სპორტინგი, უნიონი
სტუმრად: პარი სენ-ჟერმენი, არსენალი, პსვ, პაფოსი

ლივერპულის მეტოქეები

სახლში: რეალი, ატლეტიკო, პსვ, ყარაბაღი
სტუმრად: ინტერი, აინტრახტი, მარსელი, გალათასარაი

ინტერის მეტოქეები

სახლში: ლივერპული, არსენალი, სლავია, კაირატი
სტუმრად: დორტმუნდი, ატლეტიკო, აიაქსი, უნიონი

ჩელსის მეტოქეები

სახლში: ბარსელონა, ბენფიკა, აიაქსი, პაფოსი
სტუმრად: ბაიერნი, ატალანტა, ნაპოლი, ყარაბაღი

დორტმუნდის მეტოქეები

სახლში: ინტერი, ვილიარეალი, ბოდო გლიმტი, ბილბაო
სტუმრად: მანჩესტერ სიტი, იუვენუსი, ტოტენჰემი, კოპენჰაგენი

ბარსელონას მეტოქეები

სახლში: პარი სენ-ჟერმენი, აინტრახტი, ოლიმპიაკოსი, კოპენჰაგენი
სტუმრად: ჩელსი, ბრიუგე, სლავია, ნიუკასლი

არსენალის მეტოქეები

სახლში: ბაიერნი, ატლეტიკო, ოლიმპიაკოსი, კაირატი
სტუმრად: ინტერი, ბრიუგე, სლავია, ბილბაო

ლევერკუზენის მეტოქეები

სახლში: პარი სენ-ჟერმენი, ვილიარეალი, პსვ, ნიუკასლი
სტუმრად: მანჩესტერ სიტი, ბენფიკა, ოლიმპიაკოსი, კოპენჰაგენი

ატლეტიკოს მეტოქეები

სახლში: ინტერი, აინტრახტი, ბოდო გლიმტი, უნიონი
სტუმრად: ლივერპული, არსენალი, პსვ, გალათასარაი

ბენფიკას მეტოქეები

სახლში: რეალი, ლევერკუზენი, ნაპოლი, ყარაბაღი
სტუმრად: ჩელსი, იუვენტუსი, აიაქსი, ნიუკასლი

ატალანტას მეტოქეები

სახლში: ჩელსი, ბრიუგე, სლავია, ბილბაო
სტუმრად: პარი სენ-ჟერმენი, აინტრახტი, მარსელი, უნიონი

ვილიარეალის მეტოქეები

სახლში: მანჩესტერ სიტი, იუვენტუსი, აიაქსი, კოპენჰაგენი
სტუმრად: დორტმუნდი, ლევერკუზენი, ტოტენჰემი, პაფოსი

იუვენტუსის მეტოქეები

სახლში: დორტმუნდი, ბენფიკა, სპორტინგი, პაფოსი
სტუმრად: რეალი, ვილიარეალი, ბოდო გლიმტი, მონაკო

აინტრახტის მეტოქეები

სახლში: ლივერპული, ატალანტა, ტოტენჰემი, გალათასარაი
სტუმრად: ბარსელონა, ატლეტიკო, ნაპოლი, ყარაბაღი

ბრიუგეს მეტოქეები

სახლში: ბარსელონა, არსენალი, მარსელი, მონაკო
სტუმრად: ბაიერნი, ატალანტა, სპორტინგი, კაირატი

ტოტენჰემის მეტოქეები

სახლში: დორტმუნდი, ვილიარეალი, სლავია, კოპენჰაგენი
სტუმრად: პარი სენ-ჟერმენი, აინტრახტი, ბოდო გლიმტი, მონაკო

პსვ-ს მეტოქეები

სახლში: ბაიერნი, ატლეტიკო, ნაპოლი, უნიონი
სტუმრად: ლივერპული, ლევერკუზენი, ოლიმპიაკოსი, ნიუკასლი

აიაქსის მეტოქეები

სახლში: ინტერი, ბენფიკა, ოლიმპიაკოსი, გალათასარაი
სტუმრად: ჩელსი, ვილიარეალი, მარსელი, ყარაბაღი

ნაპოლის მეტოქეები

სახლში: ჩელსი, აინტრახტი, სპორტინგი, ყარაბაღი
სტუმრად: მანჩესტერ სიტი, ბენფიკა, პსვ, კოპენჰაგენი

სპორტინგის მეტოქეები

სახლში: პარი სენ-ჟერმენი, ბრიუგე, მარსელი, კაირატი
სტუმრად: ბაიერნი, იუვენტუსი, ნაპოლი, ბილბაო

ოლიმპიაკოსის მეტოქეები

სახლში: რეალი, ლევერკუზენი, პსვ, პაფოსი
სტუმრად: ბარსელონა, არსენალი, აიაქსი, კაირატი

სლავიას მეტოქეები

სახლში: ბარსელონა, არსენალი, ბოდო გლიმტი, ბილბაო
სტუმრად: ინტერი, ატალანტა, ტოტენჰემი, პაფოსი

ბოდო გლიმტის მეტოქეები

სახლში: მანჩესტერ სიტი, იუვენტუსი, ტოტენჰემი, მონაკო
სტუმრად: დორტმუნდი, ატლეტიკო, სლავია, გალათასარაი

მარსელის მეტოქეები

სახლში: ლივერპული, ატალანტა, აიაქსი, ნიუკასლი
სტუმრად: რეალი, ბრიუგე, სპორტინგი, უნიონი

კოპენჰაგენის მეტოქეები

სახლში: დორტმუნდი, ლევერკუზენი, ნაპოლი, კაირატი
სტუმრად: ბარსელონა, ვილიარეალი, ტოტენჰემი, ყარაბაღი

მონაკოს მეტოქეები

სახლში: მანჩესტერ სიტი, იუვენტუსი, ტოტენჰემი, გალათასარაი
სტუმრად: რეალი, ბრიუგე, ბოდო გლიმტი, პაფოსი

გალათასარაის მეტოქეები

სახლში: ლივერპული, ატლეტიკო, ბოდო გლიმტი, უნიონი
სტუმრად: მანჩესტერ სიტი, აინტრახტი, აიაქსი, მონაკო

უნიონის მეტოქეები

სახლში: ინტერი, ატალანტა, მარსელი, ნიუკასლი
სტუმრად: ბაიერნი, ატლეტიკო, პსვ, გალათასარაი

ყარაბაღის მეტოქეები

სახლში: ჩელსი, აინტრახტი, აიაქსი, კოპენჰაგენი
სტუმრად: ლივერპული, ბენფიკა, ნაპოლი, ბილბაო

ბილბაოს მეტოქეები

სახლში: პარი სენ-ჟერმენი, არსენალი, სპორტინგი, ყარაბაღი
სტუმრად: დორტმუნდი, ატალანტა, სლავია, ნიუკასლი

ნიუკასლის მეტოქეები

სახლში: ბარსელონა, ბენფიკა, პსვ, ბილბაო
სტუმრად: პარი სენ-ჟერმენი, ლევერკუზენი, მარსელი, უნიონი

პაფოსის მეტოქეები

სახლში: ბაიერნი, ვილიარეალი, სლავია, მონაკო
სტუმრად: ჩელსი, იუვენტუსი, ოლიმპიაკოსი, კაირატი

კაირატის მეტოქეები

სახლში: რეალი, ბრიუგე, ოლიმპიაკოსი, პაფოსი
სტუმრად: ინტერი, არსენალი, სპორტინგი, კოპენჰაგენი

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი

მოგეხსენებათ, აქამდე ჩემპიონთა ლიგაზე 32 გუნდი თამაშობდა, რომლებიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფში ნაწილდებოდნენ, შემდეგ კი, ორ-ორი საუკეთესო მერვედფინალიდან აგრძელებდა ბრძოლას. გასული სეზონიდან ასე აღარაა.

36 გუნდს ერთიანი სატურნირო ცხრილი ექნება, თუმცა ყველა ერთმანეთს არ შეხვდება. იქნება სულ რვა ტური, თითოეულ გუნდს მოუწევს 8 მეტოქესთან თამაში, საიდანაც 4 შეხვედრას შინ გამართავს, ოთხსაც სტუმრად (თუ ადრე ჯგუფში ერთ გუნდს შინ და სტუმრად ეთამაშებოდა გუნდი, ახლა ასე არ იქნება.

8 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 8 საუკეთესო გუნდი პირდაპირ მოიპოვებს მერვედფინალის საგზურს, ხოლო 25-დან 36-ე ადგილზე გასული გუნდები, არათუ ჩემპიონთა ლიგას, არამედ, ევროტურნირებს დაემშვიდობებიან და ევროპა ლიგაზეც ვერ გადავლენ. მე-9-დან 24-ე ადგილზე გასული გუნდები პლეი-ოფში გავლენ, სადაც ორრაუნდიან შეხვედრაში იბრძოლებენ მერვედფინალის საგზურისთვის. მე-9-დან მე-16 ადგილზე გასული გუნდები წილისყრისას განთესილები იქნებიან (ხოლო დანარჩენები განუთესავები), რის გამოც პლეი-ოფის ორრაუნდიან ბრძოლაში პირველ მატჩს შინ ჩაატარებენ. მერდვეფინალური ეტაპიდან შეჯიბრი უკვე ჩვეულებრივ, ძველი სისტემით გაგრძელდება.

ჩემპიონთა ლიგაზე ქართველ ფეხბურთელებსაც ვიხილავთ: ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი), გიორგი ზარია და ლუკა გადრანი (კაირატი). თეორიულად თამაშის შანსი ექნებათ მათე ყავლაშვილს (უნიონი) და ვახტანგ სალიას (ნიუკასლი).

ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის გრაფიკი

I ტური

16-17-18 სექტემბერი

II ტური

30 სექტემბერი - 1 ოქტომბერი

III ტური

21-22 ოქტომბერი

IV ტური

4-5 ნოემბერი

V ტური

25-26 ნოემბერი

VI ტური

9-10 დეკემბერი

VII ტური

20-21 იანვარი

VIII ტური

28 იანვარი

1/16-ფინალი

17-18 და 24-25 თებერვალი

მერვედფინალი

10-11 და 17-18 მარტი

მეოთხედფინალი

7-8 და 14-15 აპრილი

ნახევარფინალი

28-29 აპრილი და 5-6 მაისი

ფინალი

30 მაისი (ბუდაპეშტი, პუშკაშ არენა)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098695