მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი დანი სებალიოსი კარიერას სავარაუდოდ, მარსელის „ოლიმპიკში“ გააგრძელებს.
ესპანელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც დააწერა: „ბოლო ცეკვა“. ცხადია, „რეალში“ ბოლო მატჩი იგულისხმა. გავრცელებული ცნობით, ის „მარსელთან“ ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
დანი სებალიოსი „რეალში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 193 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მან ამ პერიოდში ორი სეზონი იჯარით „არსენალშიც“ გაატარა, კარიერის დასაწყისში „ბეტისის“ ღირსებას იცავდა.









